32-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში მყოფ 52-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს ჩაანაცვლებენ და ბაგრამის საავიაციო ბაზას დაიცავენ, 51-ე ბატალიონის წევრები 42-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს შეცვლიან და ქაბულში, ”მტკიცე მხარდაჭერის” მისიის ბაზაზე ცენტრალური სარდლობის დაცვას უზრუნველყოფენ. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საერთაშორისო სამშვიდობო მისიას 7 თვის განმავლობაში შეასრულებენ.