პოლიციამ მიხეილ სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის წარსულში ნასამართლევი მოქალაქეა.
''მიმდინარე წლის 19 აპრილს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილებაში შემოვიდა მოქალაქის შეტყობინება, რომ მ.სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი იყო. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები. პირველადი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიწვა ბიბლიოთეკის პირველი სართული'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.