სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ღამისთევის ლიტურგია ტრადიციული ფორმით ჩატარდება

18 აპრილი 2020, 18:02 1700 ნახვა

დღეს დედაქალაქში სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ღამისთევის ლიტურგია ტრადიციული ფორმით ჩატარდება. 22:00 საათზე წაკითხული იქნება შუაღამის ჟამი, სააღდგომო ლიტურგია კი  23:00 საათზე დაიწყება. სწორედ ამ დროს მიბრძანდება ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ამის შემდეგ დაიწყება ლიტანიობა და სააღდგომო საღვთო ლიტურგია.

საპატრიარქოში განაცხადეს,რომ სადღესასწაულო წირვაზე  მრევლის მიერ რეკომენდაციების დაცვას ტაძარში, სტიქაროსნები გააკონტროლებენ. მათივე ინფორმაციით, სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრება შეზღუდული იქნება მედიის წარმომადგენლებისთვის. მსახურების დასრულების შემდეგ უწმინდესი ტრადიციულად ერს სააღდგომო ეპისტოლეთი მიმართავს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიულოცავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი