საქართველოს საპატრიარქო სააღდგომო მსახურებასთან დაკავშირებით მრევლს დღეს 21 საათამდე ელოდება. მორწმუნეები ტაძარში დილის 6 საათამდე დისტანციის დაცვითა და რეკომენდაციების გათვალისწინებით დარჩებიან. მრევლს ტაძარში დარჩენა 9 საათი, ამოქმედებული კომენდანტის საათის გამო მოუწევთ.
სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია 23:00 საათზე დაიწყება.სწორედ ამ დროს მიბრძანდება ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. 22:00 საათზე კი წაკითხული იქნება შუაღამის ჟამი. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია კი სააღდგომო მსახურებას დილის 7 საათიდან დაიწყებს.