ეუთოს პირველი შუალედური ანგარიში

26 სექტემბერი 2016, 00:00 3263 ნახვა

“საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ 8 ივნისს, კამპანიის ღონისძიებები შეზღუდული და მცირემასშტაბიანი იყო, დაფიქსირდა ძალადობის რამდენიმე შემთხვევა, როგორებიცაა შეტაკება კამპანიის თანამშრომლებს შორის, ასევე პარტიის ოფისების და საარჩევნო მასალების დაზიანება”- ამის შესახებ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის პირველ შუალედურ ანგარიშშია ნათქვამი. ასევე აღნიშნულია, რომ კამპანიის ტონი კონფრონტაციულია, რომელშიც ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ”ქართული ოცნება” ერთმანეთს სდებენ ბრალს საარჩევნო პროცესში კონფრონტაციული გარემოს გამწვავებაში. იმის მიუხედავად, რომ ბევრი საქმის მიმართ გამოძიება აღიძრა, რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ღრმა უნდობლობა გამოხატა სამართალდამცავი უწებების მიმართ. სადამკვირებლო მისიამ მთელი რიგი ბრალდებები მოისმინა ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენების, საჯარო მოხელეებზე ზეწოლის შესახებ, რაშიც შედიოდა კამპანიის ღონისძიებებზე დასწრების მოთხოვნა და კამპანიაში მონაწილე პერსონალის დაშინება”. მისიამ მუშაობა 30 აგვისტოს დაიწყო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი