სასულიერო პირებისა და თეოლოგების ნაწილის მიმართვა მრევლს

17 აპრილი 2020, 13:49 1334 ნახვა

სასულიერო პირებისა და თეოლოგების ნაწილი მრევლს ერთობლივი განცხადებით მიმართავს. მიმართვაში ნათქვამია, რომ 13 სასულიერო პირი ლიტურგიულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაზე დროებით უარს ამბობს.

ციტატა განცხადებიდან „სამწუხაროდ, გვიწევს, დროებით უარი ვთქვათ ლიტურგიულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაზე, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ დროებითია, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე; ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ და საერთოდ არ ვმონაწილეობთ მასში.

ვინც დღეს ეპიდემიის გამო თავს იკავებს ღვთისმსახურებაზე შეკრებისაგან, არათუ ქრისტეს ღალატობს, პირიქით, ცდილობს მოცემულ ვითარებაში აღასრულოს სულიერი ლიტურგია მოყვასის მსახურებისა.-ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი