კორორნავირუსის 370 დადასტურებული შემთხვევა

17 აპრილი 2020, 15:02 1435 ნახვა

ბოლნისის სიონის ტაძრის სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს უკვე ქვეყანაში სასულიერო პირის ინფიცირების მესამე შემთხვევაა.  ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა მედიას უთხრა, რომ ტაძარში მსახურება მრევლის გარეშე მიმდინარეობს და სასულიერო პირს მრევლთან კონტაქტი არ ჰქონია.

თბილისი მედიცინის ინსტიტუტის 2 ექიმს, 5 ექთანსა და 2 პაციენტს COVID-19 დაუდასტურდა, რის გამოც კლინიკა დროებით დაიხურება. საქართველოში ამ დროისთვის 370 ინფიცირებულია, გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა  და 79 გახდა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი