წინასწარი ინფორმაციით ბათუმის სასაფლაოები იკეტება

17 აპრილი 2020, 11:40 1809 ნახვა

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ახალი შეზღუდვებით, ქვეყნის მასშტაბით სასაფლაოები დაიკეტა. 

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, სააღდგომოდ დროებით დაიხურება ბათუმში არსებული სასაფლაოებიც. მერია განცხადებას მოგვიანებით გააკეთეს და დეტალებიც დაზუსტდება. 

საუბარია როგოც დიდ, ასევე მცირე ზომის სასაფლაოებზე. 

მთავრობის გუშინ, 17 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მომდევნო 4 დღის განმავლობაში სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა იკრძალება.გადაწყვეტილება  არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლასა და გადაადგილებას

სასაფლაოზე შესვლა მხოლოდ ქალაქში იზღუდება, თუ ყველგან?

სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია ქვეყნის მასშტაბით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი