ქუთაისსა და ზესტაფონში სააღდგომოდ სასაფლაოები დაიკეტება. ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ადასტურებს. მისივე თქმით ჯერ გადაწყვეტილი არ არის თუ როდიდან ან რამდენი დღით დაიკეტება სასაფლაოები.
სავარაუდოდ ქუთაისის და ზესტაფონის მსგავსად სასაფლაოები დაიკეტება ბათუმშიც. თუმცა ბათუმის მერიაში თემაზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ და ამბობენ, რომ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ