ექსპერტების ვარაუდით დღეს შესაძლოა მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ უკვე 2 მილიონს მიაღწიოს

14 აპრილი 2020, 10:49 1860 ნახვა

ექსპერტების ვარაუდით დღეს შესაძლოა მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ უკვე 2 მილიონს მიაღწიოს. გამოჯანმრთელდა 448 ათასი ადამიანი, ხოლო 120 ათასამდე სამწუხაროდ გარდაიცვალა. უმძიმესი ვითარებაა აშშ-ში, სადაც 587 ათასზე მეტი ინფიცირებული და 23 644 გარდაცვლილია.

რაც შეეხება ევროპას აქ მედიკოსების განცხადებით ქვეყნების უმრავლესობამ უკვე გადალახა დაავადების პიკი, თუმცა სტატისტიკა კვლავ შემაშფოთებელია.

რაც შეეხება თურქეთს აქ ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 61 ათასზე მეტია, რუსეთში კი დაავადებული უკვე 18 ათასზე მეტია. სომხეთსა და აზერბაიჯანში ინფიცირებულთა რაოდენობა ორივე ქვეყანაში შესაბამისად 1039 და 1148-ია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში