ქობულეთის სოფლებში მობილური ბაზრები იმუშავებს - მირიან ქათამაძემ

12 აპრილი 2020, 17:56 1486 ნახვა

ქობულეთის სოფლებში მობილური ბაზრები იმუშავებს.  ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ქობულეთის მერმა განაცხადა.   მირიან ქათამაძის ინფორმაციით,  ოთხივე სოფელს სურსათით ამ ფორმით მოამარაგებენ. ასევე, მერის ინფორმაციით,  სოციალურად დაუცველებს სასურსათო კალათებს გადასცემენ.  კარანტინში მოქცეულ სოფლებში უკვე დაიწყო მასობრივი თერმოსკრინინგი. გამოკვლევა უტარდება ქალაქ ქობულეთის იმ უბნების მცხოვრებლებსაც, სადაც კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა.


"კარანტინის გამოცხადებამდე ქობულეთში და მათ შორის ამ სოფლებშიც ჩვენ დავარიგეთ სასურსათო კალათა სოციალურად დაუცველი, მარტოხელა და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის. პროცესი გაგრძელდება კარანტინის პირობებშიც. ხვალიდან კი,  მოსახლეობის იმ კატეგორიისთვის, რომელსაც აქვს სურვილი და შესაძლებლობა შეიძინოს პროდუქტი, ამოქმედდება მობილური ბაზრები. 

ჩვენ ამას ქობულეთის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციასთან ერთად გავაკეთებთ. გამოიყოფა ტრანსპორტი და ასევე ყურადღება გამახვილდება, რომ პროცესი წარიმართოს უსაფრთხოების რეკომენდაციების სრული დაცვით," - განაცხადა მირიან ქათამაძემ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი