ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა

12 აპრილი 2020, 10:59 989 ნახვა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. 95 წლის ქალი, რომელსაც ვირუსი დაუდგინდა, გაგრაში, იმავე შენობაში ცხოვრობს, სადაც დანარჩენი ორი ინფიცირებული.მედიის ცნობით, ქალმა საავადმყოფოში გადაყვანაზე კატეგორიული უარი განაცხადა და ის თვითიზოლაციაში იმყოფება, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მასთან მედიკოსები მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულ დანარჩენ ორ პირს, როგორც ე.წ. რესპუბლიკის კორონავირუსთან ბრძოლის შტაბში აცხადებენ, ისინი გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებიან და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი