პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი და სხვები ბოროტად იყენებენ თანამდებობას, ვითხოვთ დაიწყოს გამოძიება - სალომე სამადაშვილი 

11 აპრილი 2020, 16:20 1930 ნახვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა პროკურატურას განცხადებით მიმართა. იგი საგამოძიებო უწყებისგან გამოძიების დაწყებას ითხოვს და ამბობს, რომ პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი და სხვები თანამდებობას ბოროტად იყენებენ და მოქალაქეების ინტერესებს უგულებელყოფენ, რითაც საგამოძიებო უწყება უნდა დაინტერესდეს.

„როდესაც ხელისუფლების ნებართვის გარეშე აკრძალულია ყველანაირი მიმოსვლა ქვეყანაში, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო, ხელისუფლება ცინიკურად აცხადებს, რომ მათ ეს საკითხი არ ეხებათ და უკვე მეორე კვირაა იგნორირებას უკეთებს ჩვენს თხოვნას თანამშრომლობის შესახებ. ეს არის არა მარტო ამორალური საქციელი, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება შესაბამის კანონმდებლობას და ატარებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ნიშნებს, იმიტომ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრი გახარია, ეკონომიკის მინისტრი თურნავა და სხვები ფაქტიურად, ბოროტად იყენებენ თანამდებობას და უგულებელყოფენ საკუთარი თანამოქალაქეების ინტერესებს. ამიტომ ჩვენ დღეს შევდივართ პროკურატურაში შესაბამისი მოთხოვნით, რომ აღიძრას საქმე.

ასევე, როცა პირდაპირ ეთერში ჩვენ მოვისმინეთ, რომ ბილეთები, რომლებიც დასაბრუნებლად იყიდება ხდება თაღლითური სქემების საგანი, მათი გადაყიდვა, სახელმწიფო ვალდებულია ამაზე გასცეს პასუხი. ჩვენ ვითხოვთ დაუყოვნებლივ დაიწყოს მოკვლევა ბილეთების გადაყიდვაზე და ამაზე მოხდეს რეაგირება"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში