სოციალურად დაუცველი ოჯახი  დახმარებას ითხოვს 

11 აპრილი 2020, 15:26 1499 ნახვა

დახმარებას ითხოვს ხულოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქე. დანისპარაულის მკვიდრი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუკავშირდა. ნადია საგინაძე ირწმუნება, რომ  სახელმწიფო სასურსათო კალათიდან მას არაფერი  შეხვდა. კურორტ გოდერძის ნაადრევი დაკეტვის გამო კი სამსახური დაკარგეს, რის გამოც ორი არასრულწლოვანი  შესაძლოა მშიერი დარჩეს. მისივე განცხადებით  ადგილობრივ თვითმმართველობას დაუკავშირდა თუმცა დახმარება მაინც ვერ მიიღო.

საპასუხო კომენტარი წერილობით გააკეთეს ხულოს მერიაში: ,, სასურსათო კალათები პირველ ეტაპზე, ხულოში მცხოვრებ 1600 მეტ სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარს: ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველებს, მარტოხელა პენსიონერებს და სარეცელს მიჯაჭვულ პირებს გადაეცათ. მომდევნო ეტაპის გაგრძელებისას სასურსათო კალათებს მიიღებენ ეტაპობრივად ყველა საჭიროების მქონე ოჯახები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი