თურქეთიდან სარფში ერთი მოქალაქე გადმოიყვანეს, რომელსაც კორონავირუსი აქვს

10 აპრილი 2020, 11:25 6262 ნახვა

აჭარაში თურქეთიდან დღეს საქართველოს ერთი ინფიცირებული მოქალაქე გადმოიყვანეს. მას კორონავირუსი თურქეთში დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მოქალაქეს თან ახლავს ორი მასთან კონტაქტირებული პირიც. 

პაციენტი კლინიკა „მედალფაში“ ამ წუთებში შეჰყავთ.  

''სარფიდან ერთი დადასტურებული პაციენტი გადმოყავთ, მაგრამ დოკუმენტაცია არ გვინახავს, ამიტომ დეტალურ ინფორმაციას ვერ გაწვდით. კიდევ ორი პირია, რომელიც აღნიშნულ მოქალაქესთან კონტაქტირებულები არიან. რამდენიმე წუთის წინ საზღვარზე იყვნენ'' - უთხრა ჟურნალისტებს ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსი კიდევ 6 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი