ბათუმის სასტუმრო “ინტურისტში“ მოწყობილი საკარანტინო სივრცე 114-კაციანმა ჯგუფმა დატოვა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. რის შემდეგად, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ამ დროისთვის საკარანტინო სივრცე 86 სასტუმროშია მოწყობილი.