საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით 7 აპრილს ჩაატარებს. წირვა 10 საათზე დაიწყება. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. ხვალ კი, სამების საკათედრო ტაძარში ლოცვა 16:00 საათზე დაიწყება.
რა ფორმით ჩატარდება საეკლესიო მსახურებები მომავალ რელიგიურ დღესასწაულებზე -ამ საკითხზე მსჯელობას სინოდი აპირებს. თუმცა თუ სინოდი ვერ შეიკრიბა სასულიერო პირები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება პატრიარქმა უნდა მიიღოს. ცნობილია ის, რომ ხარებისა და ბზობის დღესასწაულებზე მსახურება ტრადიციული ფორმით ჩატარდება.