გარდაცვლილი პაციენტი მიეკუთვნება ე.წ ბოლნისის კლასტერს - ამირან გამყრელიძე

04 აპრილი 2020, 12:57 1602 ნახვა

საქართველოში დღეის მდგომარეობით გვაქვს 157 დადასტურებული შემთხვევა, ეს გახლავთ იმ 2762 შესაძლო შემთხვევიდან, რომელებიც ღრმა კვლევებს საჭიროებდნენ.  აქედან გატესტილია დღეს 2912 ნიმუში, 157 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ახალი შემთხვევისა და სტატისკის შესახებ ამირან გამყრელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე განმარტებით, გუშინდელი დილიდან დღევანდელ დილამდე შემთხვევების რაოდენობა 9-ით გაიზრდა. მან არდაცვალების პირველ შემთხვევაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ 79 წლის ქალი ბოლნისის კლასტერს ეკუთვნის.

"28 გამოჯანმრთელებულია. დღეს დილით პირველი სამწუხარო შემთხვევა დადასტურდა გარდაცვალების, ეს გახლავთ 79 წლის ქალი, რომელიც 31 მარტს შევიდა კლინიკაში და გარდაცვალება დღეს დილით დაფიქსირდა. ძირითადი დიაგნოზია კორონავირუსით გამოწვეული დაავადება და მწვავე პნევმონია. მას ქონდა დისტრესს სმპტომი, სეფსისი და არაერთი თანმხლები დაავადება.

ეს პაციენტი მიეკუთვნება კლასტრეს, რომელიც ჩვენს შიდა კლასიფიკაციაში მოხსენებულია, როგორც ქვემო ბოლნისის, სოფელ კაპარნახჭის კლასტერის სახელით, სადაც ჩვენ გვაქვს 5 დადასტურებული შემთხვევა. ის არის კონტაქტირებული ადამიანებთან, რომლებიც შემოვიდნენ რუსეთ-აზერბაიჯანიდან საქართველოში და ამ სოფელში ერთ-ერთ სარიტუალო სუფრაზე გახლდნენ. ასევე შემდგომ რელიგიური დღესასწაული იყო და აქედან ერთ-ერთმა გადასდო სწორედ ამ ქალბატონს. რომელიც არის პირველი ინფიცირებულის ნათესავი. ამ შემთხვევაში ჯაჭვი სრულად ცნობილია"-განაცხად ამირან გამყრელიძემ

ამირან გამყრელიძის განმარტებით, გლობალურად  სიტუაცია კვლავ უფრო იძაბება და უარესდება. მისივე განმარტებით, დაავადება აღნუსხულია 205 ქვეყანაში და ლაბორატორიულად დადასტურებულია  1 100 000 შემთხვევა, 230 000 გამოჯანმრთელდა, სამწუხაროდ 59 197 ადამიანი გარდაიცვალა.

სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, ირანს და ა.შ

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი