საქართველოში ონლაინ ვაჭრობა ისევ დაიშვა

02 აპრილი 2020, 12:40 3415 ნახვა

მეორე დღეა, საქართველოში სერიოზული დისკუსია დაიწყო იმის თაობაზე, რამდენად სწორი იყო ონლაინ გაყიდვების აკრძალვა ქვეყანაში. გადაწყვეტილებას სერიოზული კრიტიკა მოჰყვა, როგორც უშუალოდ ონლაინ ვაჭრობაზე გადასული ორგანიზაციების, ასევე მომხმარებლების მხრიდანაც. ბევრი მოქალაქე წერდა, რომ მაგალითად ლინზების გამოწერა არ უნდა შეეზღუდათ, რომლის გარეშეც ვერ გადაადგილდებოდნენ. დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ ორი დღის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და 211-ე დადგენილებას დაემატა მუხლი - 1​/3 შემდეგი ჩანაწერით "დაშვებულია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობისა, თუ იგი ხორციელდება დისტანციურად მხოლოდ სახლიდან (სახლიდან გაუსვლელად)". დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის დროს დასაშვები იყო საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის მომსახურება (ე.წ. „დელივერი სერვისი“).

საქართველოს მთავრობამ 30 მარტს მიიღო დადგენილება, რომლითაც კორონავირუსის პრევენციის მიზნით აკრძალა ონლაინ ვაჭრობა. აკრძალვა არ ეხებოდა მხოლოდ საკვებ პროდუქტს და სამედიცინო დანიშნულების საქონელს.

გუშინ გიორგი გახარიას თქმით, ნებისმიერი კომპანია, რომელიც უსაფრთხოების შესაბამის პირობებს დაიცავს, უახლოეს პერიოდში მიიღებს ე.წ. „დელივერი სერვისის” განხორციელების ნებართვას. '' ესაა ის შეზღუდვები, რომელიც საჭიროა დღეს და არის დროებითი. მეც ბევრმა ადამიანმა შემაწუხა და მომმართა ამასთან დაკავშირებით, იყო დასაბუთებული, საკმაოდ სერიოზული არგუმენტები, რომლებსაც მივიღებთ, მაგრამ იყო შემთხვევები, რომ მაგალითად თუ მინდა ტელეფონის ან ყურსასმენის ყიდვა. როგორ შეიძლება, როდესაც ამხელა გამოწვევაზე ვსაუბრობთ, ორი კვირის განმავლობაში მუსიკალური ფლეიერის ყიდვა ვერ მოვითმინოთ? ეს ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია“,- განაცხადა გახარიამ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი