იმედი მაქვს, დღეს შემოგვემატება გამოჯანმრთელებულები - მარინა ეზუგბაია

31 მარტი 2020, 19:42 1481 ნახვა

ამ დროის მონაცემებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 33 პაციენტი მკურნალობს. ჯერჯერობით 18 გამოჯანმრთელებულია მხოლოდ თბილისის საავადმყოფოში. იმედი მაქვს, დღეს გავაგზავნით მონაცემებს და შემოგვემატება გამოჯანრთელებულები. საერთო ჯამში კი, როგორც იცით, ქვეყანაში 21 ადამიანმა დაამარცხა კორონა ვირუსი - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. 

ის ამბობს, რომ 80 წლის ქალის მდგომარეობა სტაბილური გახდა, რომლის მდგომარეობა რამდენიმე დღის წინ მძიმე იყო. "ერთ-ერთი პაციენტი სტაბილურად გაუმჯობესებულია და მასზე შეგვიძლია ვისაუბროთ, როგორც სტაბილურ პაციენტზე" - განაცხადა ეზუგბაიამ.  

საქართველოში კორონავირუსის 110 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში რჩება 4995, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278 პირი.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი