ხანძარი იყო გუშინ ბარათაშვილის ქუჩაზე, ცირკის მიმდებარედ ორი სახლის, მეორე სართული დაიწვა. იტალიურ ეზოში 15-მდე ოჯახი დაზარალდა, 6 ოჯახი კი ბინის გარეშე დარჩა.
მოქალაქეებმა თავი ნათესავებს შეაფარეს. სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მოქალაქეები შენობის სიძველის გამო საცხოვრებლის რესტავრაციას ითხოვდნენ.