''საწარმოები შეუჩერებლად მუშაობენ, მარაგები საკმარისია და მიწოდებაში შეფერხება არ იქნება'' - ლევან დავითაშვილი

29 მარტი 2020, 12:15 1079 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მეფრინველეობის ფაბრიკების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საწარმოები შეუჩერებლად მუშაობენ, მარაგები საკმარისია და მიწოდებაში შეფერხება არ იქნება.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოჯისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ახორციელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი