ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 6 პირიდან კორონავირუსი დღეს არც ერთს არ დაუდასტურდა. კლინიკაში მკურნალობას კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით ამ დრომდე 3 პაციენტი აგრძელებს,მედიკოსების ინფორმაციით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 4 ინფიცირებულია მოთავსებული კლინიკა "მედალფაში".
საქართველოში ამ დროისთვის ვირუსით ინფიცირების 90 შემთხვევაა დადასტურებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით თითქმის ყველა ინფიცირებულის კონტაქტზე არიან გასული. ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ამ დროისათვის სამი შემთხვევის პირველწყარო უცნობია.