ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე ამ დრომდე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს. თავიდან ცეცხლი ორსართულიან სახლს გაუჩნდა, თუმცა ის მომიჯნავედ მდებარე შენობებზეც გავრცელდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ბათუმის მერის განმარტებით დაზარალებულ ოჯახებს დროებით თავშესაფარში გაიყვანენ.
"ოჯახების რაოდენობას ჯერჯერობით ვერ დაგიკონკრეტებთ,იმიტომ, რომ იტალიური ეზოებია არის დიდი ოდენობით მოსახლეობა და არვიცით რამდენად არის გადადებული ცეცხლი სახლებზე. სახანძრო მუშაობს, სამაშველო სამსახურები მაქსიმალურს აკეთებენ. აჭარის მთავრობა ყველანი აქ ვართ. მერიის სამსახურები ადგილზე მობილიზებულია და ის ადამიანები რომლებიც დაზარალდა დღესვე გადაყვანილი იქნება დროებით საცხოვრებელ სახლებში, სავარაუდოდ სასტუმროებში ან სხვა მისამართებზე. შესაბამისად პირველადი დახმარება რაც იქნება ერთჯერადი ნივთებით და პირველადი საჭიროების ნივთებით. ზარალის აღწერა, დათვლა მოხვდება მხოლოდ მას შემდეგ რაც ხანძრის ლოკალიზება დასრულდება"- განაცხადა ლაშა კომახიძემ.