დადგენილი არ არის სამი შემთხვევის პირველწყარო, ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი - ამირან გამყრელიძე

28 მარტი 2020, 18:46 5666 ნახვა

ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, დადგენილი არ არის სამი შემთხვევის პირველწყარო.

„ამ სამიდან, ერთში დიდი იმედი გვაქვს, რომ გასული ვართ და დავადგენთ, ისიც უკვე იზოლირებულია და შესაბამისად გამოკვლეული, მაგრამ ორი შემთხვევის ნამდვილად არ ვიცით და დიდი ალბათობით ვერც დავადგენთ. ამ ორ შემთხვევაში უკვე შემიძლია დავაფიქსირო, რომ ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი. არის ეს ხალხი ქვეყანაში, არის განგაშის ნიშანი შიდა გადაცემისა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს გადაედო დაავადება ვიღაცისგან, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული და ის ინფიცირებული ადამიანი დადის ქვეყანაში. ის უკვე სხვა ასნებოვნებს, სხვას გადასდებს, თვითონ ეს ფაქტია საყურადღებო და საგანგაშო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი