ბათუმში კლინიკა „მედალფაში“ საკარანტინო ზონიდან საეჭვო სიმპტომებით 6 ადამიანია შეყვანილი. ანალიზის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ამავე კლინიკაში მოთავსებული 70 წლის ინფიცირებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ასაკოვან კაცს აშშ-ში მოგზაურობის ისტორია აქვს.
საშუალოდ მძიმეა შუახნის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. ჯამში აჭარაში 7 პაციენტია ინფიცირებული. რაც შეეხება თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კოვიდ 19-ით ინფიცირებული ორსულ ქალის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და რაიმე კლინიკური გამოვლინებები არ აღენიშნება.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 85 დადასტურებული შემთხვევაა. ეკონომიკის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით მათ შორის 16 ადამიანი გამოჯანმრთელდა , თუმცა stop.cov.ge-ზე მონაცემები ჯერ არ შეცვლილა და ისევ 14 გამოჯანმრთელებულს აჩვენებს.