სამხედრო  ექიმები  კარანტინის ზონაში

28 მარტი 2020, 15:00 1438 ნახვა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის IV მექანიზებული ბრიგადის  სამხედრო  ექიმები უკვე მეექვსე დღეა მარნეულისა და ბოლნისის კარანტინის ზონაში 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თავდაცვის ძალების მიერ სპეციალურად  მოწყობილ ხუთ საკონტროლო გამშვებ  პუნქტზე სამხედრო ექიმები ყველა შემსვლელ და გამომსვლელ პირს პირველად  სამედიცინო  შემოწმებას  უტარებენ.

მედიკოსები  სპეციალური ტანსაცმლითა და სამედიცინო  აპარატურით არიან აღჭურვილები. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მოქალაქე  მარნეულის ან თბილისის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ. რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური საინჟინრო ჯგუფის მიერ მიმდებარე ტერიტორია სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება.

თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტის მიერ მუდმივად  ხორციელდება ყველა საგუშაგოს მომარაგება მედიკამენტებით, სადეზინფექციო ხსნარითა და სამედიცინო ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი