ბათუმის ქუჩების დეზინფექცია დაიწყო

28 მარტი 2020, 00:13 19582 ნახვა

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, ბათუმის ქუჩების დეზინფექცია დაიწყო.  სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელებაში ქ. ბათუმის მერია ჩაერთო. 

ინფორმაცია აჭარის სოფლის მეურნების სამინისტროს  ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

"სადეზინფექციო სამუშაოებს უწყებები კოორდინირებულად ახორციელებენ. მობილიზებული არიან სამინისტროს სპეციალისტები,  ჩატარების ლოკაციები და განრიგი ბათუმის მერიასთან შეთანხმებით და მოსახლეობის წინასწარი ინფორმირების შემდეგ ხორციელდება. სპეციალური ხსნარით მუშავდება  ხალხმრავალი ადგილები და ღია სივრცეები."- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ: კორონავირუსის გამო 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში