ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი მიმართულება, დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა და არ მივიღოთ ეკონომიკაში შეუქცევადი პროცესები, – ამის შესახებ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
„კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომ საჭიროება არ გახდეს საყოველთაო კარანტინის, საყოველთაო იზოლაციის შემოღების, რაც კიდევ უფრო მძიმე ტვირთი იქნება ეკონომიკისთვის. ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი მიმართულება. დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა და არ მივიღოთ ეკონომიკაში შეუქცევადი პროცესები. ყველა ინიციატივა იქნება განხილვის საგანი, მაგრამ თუ მასში დევს ჭარბად პოლიტიკური შემადგენელი და არა შედეგი, ასეთი ინიციატივები, რა თქმა უნდა, განხილული არ იქნება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.