ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვიზიტი უზბეკეთში

23 ივლისი 2025, 14:44 104 ნახვა

უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსა და  უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრს შორის შეხვედრა გაიმართა. 

საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებებს, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კუთხით როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ფორმატებში, მათ შორის, როგორიცაა ტრასეკა, შუა დერეფანი და კარეკი.  ყურადღება გამახვილდა საპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შესაძლებლობებზე.  

გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროს დელეგაცია ესტუმრება.

უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ტაშკენტის ტექნოპარკს ეწვია და მის საქმიანობას გაეცნო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში