ქვეყანაში კორონავირუსისგან განკურნებული 13 ადამიანი გვყავს. ვირუსის დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა კი 81-მდე გაიზარდა. აჭარაში კი ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი არ გაზრდილა , 4 პირს რომლებიც ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ ლაბორატორიული კვლევებით კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ისინი საავადმყოფოში საკარანტინო ზონიდან იყვნენ გადაყვანილი.
სამედიცინო დაწესებულებაში რჩება 6 პაციენტი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით, კოვიდ 19 -ის სწორ იდენტიფიცირებასა და მეთვალყურეობაში, ასევე, ინფექციის პრევენციასა და კონტროლის პრაქტიკებზე, საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი პროფესიონალი გადამზადდა, ინფორმაცია აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.