თამარის დასახლებაში მცხოვრები გოგიების ოჯახი დახმარებას ითხოვს. ოჯახს, სადაც ორი მცირეწლოვანი ცხოვრობს, არ აქვს საკვები პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები. დავალიანების გამო არ მიეწოდება ბუნებრივი აირი.
უმუშევრად დარჩენილი გოგიების ოჯახი სოციალურად დაუცველია, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე როგორც დიასახლისი ამბობს, ყოველთვიურ დახმარებას აპრილის ბოლომდე ვერ მიიღებენ. ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ოჯახები რომლებიც ანალოგიურ მდგომარეობაში არიან მუნიციპალიტეტს უნდა მიმართონ.