"ბათუმის წყლის" ინფორმაციით ავარიული დაზიანების გამო 26 მარტს 00:00 საათიდან 27 მარტის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს: ბაგრატიონის ქუჩას - მელიქიშვილის ქუჩიდან ლუკა ასათიანის ქუჩამდე; გურამიშვილის ქუჩას ბაგრატიონის ქუჩიდან ვაჟა ფშაველას ქუჩამდე; ბაგრატიონის შესახვევს სრულად; ლადო ასათიანის შესახვევს სრულად.
"წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. გთხოვთ წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით"-წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.