მგზავრთა ტაქსით გადაყვანის ახალი რეგულაციების შესახებ, ბათუმის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალურმა ინსპექციამ მძღოლებისა და კომპანიების გაფრთხილება დაიწყო.
მგზავრის გადაყვანის დროს:
ავტომანქანის ფანჯრები უნდა იყოს გახსნილ მდგომარეობაში
მგზავრი მძღოლის გვერდით არ უნდა იჯდეს
მაქსიმუმ ორი მგზავრი უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ერთმანეთთან დისტანციით.
შეგახსენებთ; კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.