სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია და შემდეგ აქტიურად ყიდულობენ მოქალაქეები იმ მდეიკამენტებს, რომელიც ფბ სტატუსების ავტორების მტკიცებით, კორონავირუსს კურნავს ან იცავს ინფიცირებისგან. საუბარია ე.წ. იმუნიტეტის აღმდგენი მედიკამენტებზე.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე განმარტავს, რომ ვისაც სურს შეიძინოს, თუმცა ირწმუნება, რომ ის არც იცავს და არც კურნავს ადამიანებს კოვიდ 19-სგან.
"ვისაც გვჯერავს გაგავატარეთო გვეტყვიან, მაგრამ ძალიან გთხოვთ ნუ იქნებით იმის იმედზე, რომ დაგიცავთ რაღაც წამლები, რომლებიც იმუნურ იმუნიტეტს ამაღლებს. ჩვენზე ნაკლები ფინანსური რესურსი აქვს იტალიას, საფრანგეთს და გერმანიას? ეს რომ წამალი იყოს, ხომ ეგრევე გამოიყენებენ არაა, კარგით რაა" - ამბობს პაატა იმნაძე.