ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალი დაიხურა

23 სექტემბერი 2016, 00:00 2343 ნახვა

კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. დასკვნითი კონცერტი ქართველი კომპოზიტორის ალექსი მაჭავარიანის ხსოვნას მიეძღვნა. გაიმართა ფილმის ჩვენებაც. მაყურებლის წინაშე სოლისტი ლიანა გურჯია და ბათუმის მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით წარსდგნენ. ფესტივალი, რომელსაც  ბათუმი ხუთი დღე მასპინძლობდა, პიანისტ  ელისო ბოლქვაძის პატრონაჟით ტარდება და მას ზღვისპირა ქალაქმა უკვე მეოთხედ უმასპინძლა. 

ამავე კატეგორიაში