აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით ბათუმის ჰილტონში, თვითიზოლაციაში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეს კორონავირუსზე ტესტირება უტარდება. ეჭვი მის სამოგზაურო ისტორიას უკავშირდება, ის სავარაუდოდ ავსტრიელი პილოტია.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია "იმედის " ეთერში განაცხადა, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ვირუსზე ტესტი სხვა ქვეყანაში გაუკეთებია, დადებითი პასუხის შესახებ კი საქართველოში ჩამოსულს გაუგია. იგი ამის გამო გადაიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში და მას ბათუმში უტარდება ხელმეორე ტესტირება.
იგი ბათუმი ჰილტონში 4 დღის წინ შემოვიდა, ყველა პირი სასტუმროში, ვისაც მასთან ჰქონდა შეხება თვითიზოლაციაშია. ბათუმის ინფექციურ საავადამყოფოში 2 უცხოელის შესვლის ფაქტი, დღეს დილით, კლინიკის დირექტორმაც დავით მურვანიძემაც დაადასტურა. პასუხები, სავარაუდოდ 2 საათში გახდება ცნობილი.
კითხვა, ბათუმის ჰილტონში განთავსებულ უცხეთის მოქალაქეზე აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პაატა იმნაძესაც დაუსვა. თუ როგორ მოხდა უცხოეთიდან შემოსული პირი ჰილტონში და არა საკარანტინე ზონაში?
"მოგეხსენებათ, რომ მოქალაქეები თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ეს ადამიანი იყო თავის ნომერში, თვითიზოლაციაში და როგორც კი დაუდგინდა დადებითი ტესტი ის გადაიყვანეს საავადმყოფოში" - განაცხადა პაატა იმნაძემ.