ლოცვა დისტანციის დაცვის გარეშე და  ზიარების  უცვლელი წესი

22 მარტი 2020, 15:23 1793 ნახვა

დღეს საქართველოს მასშტაბით ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საკვირაო წირვა  ჩატარდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საზოგადოების ყურადღება ეკლესიებისკენ იყო მიმართული, იცავდა თუ არა მრევლი და სასულიერო პირები დისტანციას ერთმანეთისგან. მრევლის ნაწილი ამბობს, რომ შეზღუდვებს დაემორჩილება.

დღესვე  სამების საკათედრო ტაძარში საპატრულო პოლიცია შეტყობინების საფუძველზე მივიდა, თუმცა ადგილზე დარღვევა ვერ გამოავლინა. ხალხმრავლობა იყო  ბათუმის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარშიც, მრევლი საკვირაო წირვას ეკლესიაში ესწრებოდა,  კამერების გამოჩენის შემდეგ კი, შეკრებილებს სასულიერო პირებმა მოუწოდეს, დისტანცია დაეცვათ და ეზოში გასულიყვნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი