ეკლესიები ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემდეგ ღვთისმსახურებისას სპეციალურ წესებს დაიცავენ

21 მარტი 2020, 20:24 1480 ნახვა

ეკლესიები ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემდეგ ღვთისმსახურებისას სპეციალურ წესებს დაიცავენ. დეკანოზი იოანე გორელიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილება მისაღებია და ღვთისმსახურებას ეკლესიებში მყოფი ადამიანების შემცირებული რაოდენობა შეასრულებს.

დეკანოზი ასევე განმარტავს, რომ ეპიდემიის გავრცელების საშიშროება არა ზიარების წესს არამედ ეკლესიაში მოქალაქეებს შორის ერთმანეთთან დისტანციის დაცვაშია. მისივე თქმით რელიგიური რიტუალის წესი არ შეიცვლება და მათ ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინება მხოლოდ ერთმანეთისგან შორს ყოფნით მოუწევთ.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი