ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა

21 მარტი 2020, 15:42 1836 ნახვა

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. როგორც ცნობილია  ახალგაზრდა ქალს ონკოლოგიური დაავადებაც ჰქონდა.ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და ამბობენ, რომ ინფიცირებული ქალი ესპანეთში სტაციონალურ მკურნალობას გადიოდა, საქართველოს საელჩო და საკონსულო კი მუდმივ კონტაქტზე იყო  პაციენტის ოჯახის წევრებთან, ასევე კლინიკასთან.

ცნობისთვის, 19 მარტს ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე, 74 წლის ქალი გარდაიცვალა. ცნობისთვის ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა  ერთ დღეში 324-ით გაიზარდა, სულ  დაღუპულია 1326 ადამიანი. ამასთან, ქვეყანაში აღრიცხულია ინფიცირების 5 000-მდე ახალი შემთხვევა. საერთო ჯამში კი, ესპანეთში ახალი კორონავირუსი 25 ათასამდე ადამიანს აქვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში