COVID 19-ის ტესტები ფართოდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი - ამირან გამყრელიძე

20 მარტი 2020, 15:50 1863 ნახვა

საქართველოს საკარანტინე ზონებში 1600-მდე ადამიანია მოთავსებული, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს კორონავირუსის ინფექციაზე დაახლოებით 100-მდე ნიმუში გაიტესტება.

როგორც პრესკონფერენციაზე განაცხადა, 30 იანვრიდან დღემდე 1166 შესაძლო შემთხვევაზეა ტესტი ჩატარებული, მათგან 43-ზე ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსული ინფექციაა.  შემთხვევათა უმეტესობაა იმპორტირებულია. 

ვის უნდა ჩაუტარდეს ტესტირება და როგორ?

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ახლა საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს უტარდება ტესტირება, რომელსაც ამის საჭიროება უდგას, თუმცა მიიჩნევს, რომ უფრო მეტად უნდა მოხვდეს ამ ტესტირების განვრცობა გეოგრაფიული არეალის მიხედვით.

ფართოდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი კლინიკებისთვის და ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის ტესტები. სწორედ ამაზე ვიმსჯელეთ დღეს სპეციალისტებმა და მათ შორის კერძო ლაბორატორიების წარმომადგენლებმა. ტესტების მარაგები გვაქვს და არც ერთ შემთვევაში ტექსტზე უარი არ თქმულა, ყველას უტარდება, ვისაც სჭირდება. გასაგებია, რომ მოსახლეობას აქვს მოთხოვნა მის კიდევ უფრო ხელმისაწვდომობაზე და ამაზე სერიოზული მუშაობა მიდის. ახალი, უფრო მარტივი ტესტები შემოვიტანოთ და მისი რეგისტრირება მოხდეს. სამედიცინო ქსელშიც უნდა იყოს იგი, როგორც ეს აშშ-შია, მაგრამ ტესტი კორონავირუსზე უნდა ჩაუტარდეს მას, ვისზეც ექიმი ჩათვლის საჭიროდ," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

საქართველოში 20 მარტის მონაცემებით,  საკარანტინე ზონებში არის 1575 ადამიანი მოთავსებული, თვითიზოლაციიდან გამოვიდა 191, თვითიზოლაციაში კი რჩება 1781 ადამიანი.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი