სტატისტიკის ინფორმაციით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასი 1 319.6 ლარამდე გაიზარდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 117.6 ლარით მეტია.
უწყების ცნობით, ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში.
შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 216.3 ლარი (წლიური ზრდა – 3.3 პროცენტი);
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 071.3 ლარი (წლიური ზრდა – 12.4 პროცენტი);
მშენებლობა – 2 037.1 ლარი (წლიური ზრდა – 4.1 პროცენტი);
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 1 935.9 ლარი (წლიური ზრდა – 1.8 პროცენტი).
2019 წლის მეოთხე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 018.5 ლარით, ხოლო კაცების – 1 593.2 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად 112.5 და 124.7 ლარი შეადგინა. კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალთა ხელფასს.