ბათუმის ინფექციურში ერთი პირი შეიყვანეს - მისი ანალიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი

16 მარტი 2020, 15:21 2008 ნახვა

კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევა ქვეყანაში. ახალი ფაქტების გაზრდის პარალელურად, პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა,  მოქალაქე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს სავარაუდოდ, დღეს დატოვებს.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, პირველმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, დღეს კი მას მეორედ გამოიკვლევენ და პასუხი საღამოს გახდება ცნობილი. კარანტინში  კი იმყოფება 637 მოქალაქე. რაც შეეხება ბათუმს, აქ ჯერ ჯერობით ერთი დადასტურებული შემთხვევაა, მეორე მოქალაქის ანალიზის პასუხი კი დღეს გახდება ცნობილი.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი