აჭარის მაუწყებლის მთავარ გამოშვებას საგზაო დეპარტამენტის ყოფილი PR, ჟურნალისტი ნაზიბროლა ქობულაძე წაიყვანს

16 მარტი 2020, 13:09 5212 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას, ნაზიბროლა ქობულაძე წაიყვანს. ის რამდენიმე თვის წინ გადავიდა აჭარის საგზაო დეპარტამენტში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. მანამდე კი tv 25-ზე გადაცემა "საზოგადოებრივი პოზიცია" მიჰყავდა.

ნაზიბროლა ქობულაძის თქმით, შეთავაზება ტელევიზიის ადმინისტრაციიდან მიიღო და წინადადებას დათანხმდა.  ამბობს, რომ გავლენების ქვეშ არ მოექცევა. 

''დღეს პირველი სამუშაო დღეა გვაქვს. საქმე გვიჩვენებს, როგორც იქნება საჭირო, თუ გახდება საჭირო ხმის ამოღება გავლენებზე ამაზეც ვისაუბრებ ხმამაღლა, ამასაც არ დავმალავ. ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ასახსნელი არაფერი მაქვს. არასდროს არ მიმუშავია წნეხის და ჩექმის ქვეშ. შესაბამისად გამოწვევების არ მეშინია'' - ამბობს ნაზიბროლა ქობულაძე. 

მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე სამსახურიდან პარასკევს, 13 მარტს გაათავისუფლეს. ერთი კვირით ადრე კი ეთერიდან, დირექტორის ბრძანებით მოხსნეს.   მოკვლევის დასრულების შემდეგ მენეჯმენტმა მისი სამსახურიდან გაშვების გადაწყვეტილება მიიღო. 

რვასაათიანი გამოშვება დროებით საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი აბაზაძეს მიჰყავდა. 

ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ ებრძვის აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სამი წევრი, რომლებიც "ქართული ოცნების" კვოტით მოხვდნენ ამ პოზიციებზე. ასევე მათ მიერ არჩეული დირექტორი, რადგან სურთ მაუწყებელის საინფორმაციო პოლიტიკის შეცვლა და ხელისუფლებისთვის ლოალური დამოკიდებულებების დამკვიდრება. 

თეონა ბაკურიძის სამსახურიდან გაშვებამდე, გიროგი კოხრეიძემ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი დისციპლინური მოკვლევის საფუძველზე გაათავისუფლა ამ პოსტიდან, ხოლო მისი მოადგილის პოზიცია,  რომელსაც მაია მერკვილაძე იკავებდა, გააუქმა. ამ გადაწყვეტილებებით, დირექციამ ერთ კვირაში საინფორმაციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირები გაიყვანა ახალი ამბების სამსახურიდან. მათ კონტრაქტები სხვა პოზიციაზე გაუგრძელა. 

გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ სამი სარჩელია შეტანილი.  აჭარის მაუწყებლში მიმდინარე პროცესები ვრცლად - იხილეთ აქ

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი