ქალაქის მერის იმპიჩმმენტის პროცესში მონაწილეობას არ გეგმავენ საკრებულოს ფრაქციის წევრები, მიაჩნიათ, რომ ინიციატივა ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნეო კამპანიის ნაწილია. მმართველი გუნდის წარმმადგენლები ბიუჯეტში არჩევნებამდე 16 დღით ადრე ცვლილებების განხორცილებას ფორს - მაჟორულ სიტუაციაში დარღვევად არ მიიჩნევენ და დოკუმენტურად ითხოვენ მერიისგან არგუმენტებს. რაც შეეხება ფრაქცია “რესპუბლიკელებსა” და “ თავისუფალ დემოკრატებს” - ისინი ცვლილებებს კანონდარღვევად მიიჩნევენ, და ინიციატივას ამომრჩევლების მოსყიდვის მცდელობად აფასებენ.