ბათუმში, დღეს, 13 მარტს, სატრანსპორტო მოძრაობა ერთი დღით იზღუდება. წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის გამო, გზა ჩაიკეტება შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე - შარტავას ქუჩიდან კობალაძის ქუჩამდე მონაკვეთში.
როგორც ბათუმის მერიაში ამბობენ, გადაადგილება შესაძლებელი იქნება შარტავას ქუჩის გავლით, ფიროსმანისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების მიმართულებით. მოძრაობა ხვალ დღის განმავლობაში აღდგება.