კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლა უნდა გაორმაგდეს - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

12 მარტი 2020, 17:54 2432 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია  მიიჩნევს, რომ კორონავირსთან დაკავშირებით სიტუაციის გაკონტროლება შესაძლებელია. ორგანიზაცია კიდევ ერთხელ აფრთხილებს იმ  ქვეყნებს, რომლებიც  უგულებელყოფენ  კორონავირუსისგან დაცვის წესებს,   შესაძლოა მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდენენ.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოუწოდა ყველა  ქვეყანას   შეასრულონ ვირუსის შესაკავებლად  გაცემული რეკომენდაციები.  

გუშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა თედროს ადჰანომ გებრეიეუსმა განაცხადა, რომ  ახალი ინფექციის COVID-19-ის გავრცელებას  შეიძლება ეწოდოს პანდემია.    „ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ დაავადება COVID-19 შეიძლება შეფასდეს, როგორც პანდემია-თქვა გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით,  მთელ მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 126  ათას ადამიანს გადააჭარბა, 4 ათას 600-ზე მეტი კი დაიღუპა.

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის  წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქვეყანამ  კორონავირუსის ეპიდემიის პიკი გადალახა. ბოლო კვირის განმავლობაში ჰუბეის პროვინციაში ქალაქ უჰანის გარდა, COVID-19-ით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.  ამ პროვინციის ფარგლებს გარეთ დაფიქსირდა მხოლოდ 7 ახალი შემთხვევა, მათგან 6 ჩინეთში საზღვარგარეთიდან ჩასულებს დაუდგინდათ.  ეს მონაცემები იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყანამ ეპიდემიის ამ ტალღის პიკი უკვე გადალახა - აცხადებს უწყების წარმომადგენელი. 

აშშ-ი კორონავირუსის გამო ევროპელებითვის საზღვრებს კეტავს. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. აკრძალვა გავრცელედება იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში შენგენის ზონაში იმყოფებოდნენ.  პანდემიასთან ბრძოლის ღონისძიებები გააძლიერეს იტალიაში. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა ქვეყანაში ნებისმიერი სხვა სახის ვაჭრობა აკრძალა.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ ინფიცირებულთა რაოდენობით  იტალია  პირველ ადგილზეა. მეორე ადგილზე ირანია, სადაც COVID- 19-მა უკვე  429 ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო 24 საათის განმავლობაში  ვირუსით ინფიცირების ათასზე მეტი  შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში ირანში კორონავირუსით 10075 ადამიანია ინფიცირებული.  ვირუსის შეკავების ფარგლებში, ირანში დახურულია ყველა სახის საგანმანათლებლო დაწესებულება, გაუქმებულია სპორტული ღონისძიებები, მთავრობის წევრებს ქვეყნიდან გასვლა ეკრძალებათ.

იუნესკომ დაასახელა იმ  მოსწავლეთა რიცხვი, რომლებიც   სკოლას კორონავირუსის გამო აცდენენ.  მთელი  მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-სგან დასაცავად საკარანტინო ღონისძიებების გამო 370 მილიონი მოსწავლე სკოლაში არ დადის. ამის შესახებ ნათქვამია იუნესკოს ანგარიშში, რომელიც ორგანიზაციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ერთი თვის წინ ჩინეთი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც სკოლები დაკეტა. მას შემდეგ სკოლებში საგანმანათლებლო პროცესის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება  29 ქვეყანაში მიიღეს.  იუნესკოს გენერალური დირექტორი ოდრი აზურე აღნიშნავს, რომ  ჯანდაცვის სფეროში პრობლემებისა და სხვა კრიზისების გამო  სკოლების დროებით დახურვა არ არღვევს  ბავშვების განათლების უფლებას.  იუნესკოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ  დინსტანციური განათლების სფეროში  ეფექტური მეთოდების შესამუშავებლად  საერთაშორისო თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში