ბათუმის საზღვაო აკადემია და უნივერსიტეტი დისტანციურ სწავლებაზე გადადიან

12 მარტი 2020, 13:38 6408 ნახვა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, უმაღლესი სასწავლებლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადადიან. 

გუშინ, 11 მარტს, მთავრობის გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო. 

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვებ-პლატფორმა შეიქმნა, სადაც ყველა სტუდენტი და პროფესორ-მასწავლებელია დარეგისტრირებული. ისინი სასწავლო გეგმას, სალექციო მასალებს, სილაბუსებს, დავალებებს აღნიშნულ სივრცეში განათავსებენ. 

''ჩვენ ამ მიმართულებით უკვე ორი კვირაა ინტენსიურად ვმუშაობთ. ლექტორებისა და სტუდენტებისთვის იქნება ონლაინ პლაფტორმა. ის დაფუძნებული იქნება ელექტრონულ ჟურნალზე და სტუდენტურ პორტალზე, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში უკვე მეორე წელია ფუნქციონირებს. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რომ სასწავლო მასალა აიტვირთოს'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა. 

დისტანციურად ისწავლიან საზღვაო აკადემიისა და ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებიც. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი