ბაღები და სკოლები მთავრობის გადაწყვეტილების მოლოდინში 

11 მარტი 2020, 13:36 1789 ნახვა

დაიწყება თუ არა სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში, ასევე განახლდება თუ არა სწავლა უნივერსიტეტებში მთავრობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ორკვირიანი არდადეგების ვადა 13 მარტს იწურება. 

დაიწყება თუ არა 16 მარტს, ორშაბათს სწავლა და რამდენად დიდი რისკი, სწორედ ესაა შესაფასებელი სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის მიერ. 

როგორც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის არის ცნობილი, სკოლებისა და ბაღების ადმინისტრაციები გადაწყვეტილებას ხვალ ელოდებიან, რადგან მოსამზადებლად დრო სჭირდებათ. 

სასწავლო პროცესი დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე, 2 მარტს შეწყდა, იმ დროისთვის საქართველოში ინფიცირებული მხოლოდ სამი პირი იყო. 

ამ ეტაპზე კი 23 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის ერთი 12 წლის ბავშვია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი