საქართველოში კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. სავარაუდოდ, დღეს დადასტურებული 8 შემთხვევიდან ერთ-ერთი მოზარდია.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ბავშვი ინფექციურ საავადმყოფოში იმ ჯგუფის წევრებთან ერთად შეიყვანეს, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და რომლებსაც ვირუსი განმეორებითი ტესტის შედეგად დღეს დაუდასტურდა.
კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვი, სავარაუდოდ, 12 წლისაა.